LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის ევროპული მოგზაურობა

არავის ეგონა, რომ ერთ დროს მექალთანე ჯასტინ ტიმბერლეიკი ოდესმე საუკეთესო მამა და მეუღლე გახდებოდა, თუმცა ეჭვების მიუხედავად, მუსიკოსი სანიმუშო მეოჯახე აღმოჩნდა, რომელიც მეათე წელია შეყვარებულია მეუღლეზე.

ცოტა ხნის წინ წყვილმა ევროპაში იმოგზაურა. ჯასტინი ტურნეს Man of the Woods ფარგლებში ევროპის ქალაქებს სტუმრობდა, ჯესიკა სამი წლის ვაჟიშვილთან საირუსთან ერთად კი, საყვარელ მეუღლეს გულშემატკივრობდა. მოგვიანებით, მსახიობმა Instagram-ზე ოჯახური მოგზაურობის ფოტოები გამოაქვეყნა მოკლე მინაწერით: “ვფიქრობ, ევროპელებს დავემსგავსეთ, რადგან სწორედ ასე ვგრძნობთ თავს. ზაფხულო, ძალიან გთხოვ არ დამთავრდე! მადლობა ტურნეს Man of the Woods, რომელმაც არაჩვეულებრივი მოგზაურობა გვაჩუქა”.

🇳🇱

A post shared by Justin Timberlake (@justintimberlake) on

Do we look European? Because we sure feel European! Summer, please never end… thank you #MOTWtour for such an incredible adventure.

A post shared by Jessica Biel (@jessicabiel) on