LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია ბათუმში სოლოკონცერტს გამართავს

Ardaidardo.Ge
ლელა წურწუმია ბათუმში სოლოკონცერტისთვის ემზადება. თარიღი უკვე დათქმულია, გიორგობა, 23 ნოემბერი. კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრშია დაგეგმილი.

მონაწილეობენ: „გუფი ლენდი“, მოცეკვავეების დასი. შესრულდება დუეტები სტეფანესთან, მაკა ზამბახიძესთან, ნოდიკო ტატიშვილთან და ზუკა ხუციშვილთან ერთად.

 

ბილეთების გაყიდვა დაიწყება biletebi.ge-ზე 10 სექტემბრიდან.