ცნობილი ამერიკელი რეპერი კანიეი ვესტი შესაძლოა ამერიკის პრეზიდენტად მოგვევლინოს, მისი განცხადებით, იგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას “სრული სერიოზულობით გეგმავს.” თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული რამ 2024 წლამდე არ მოხდება.
“დიახ ეს 100%-ით განხორციელებადია, თუკი მე პრეზიდენტობას სერიოზულად გადავწყვეტ. ჩემი მთავარი მიზანი სამედიცინო ინდუსტრიის აყვავებაა”, – აღნიშნა ვესტმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ვესტმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახლო მეგობარი უწოდა. თავის მხრივ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვესტთან ისეთივე კარგი ურთიერთობა აქვს, როგორიც სხვა ადამიანებთან.
