2019 წლის გაზაფხულზე ეკრანებზე მასშტაბური კინოპროექტი „კაპიტანი მარველი“ გამოდის. გამოცემა Entertainment Weekly-ის ფურცლებზე მოხვდა პირველი კადრები კინოფილმიდან, სადაც კაპიტან მარველის როლში მაყურებელი „ოსკარის“ მფლობელ მსახიობს, ბრი ლარსონს შეხვდება. ასევე ფილმში მაყურებელი ბრიტანელ მსახიობს, ჯუდ ლოს იხილავს.
„კაპიტანი მარველი” კომიქსების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პერსონაჟია. ფილმს კინოკომპანია „მარველი“ იღებს, რომელიც ცნობილი კომიქსების მიხედვით შექმნილ ფილმებზე უკვე წლებია მუშაობს.




