ნოემბერში ეკრანებზე ახალი კინოპროექტი „სუსპირია“ გამოდის, რომელიც ჰორორის მოყვარულებს დააინტერესებთ. ფილმი გამორჩეულია ვარსკვლავური გუნდითაც და მასში მთავარ როლებს ტილდა სუინტონი, დაკოტა ჯონსონი, მია გოტი და ხლოა მორეცი ასრულებენ. საინტერესოა, რომ ვენეციის კინოფესტივალზე წარდგენილი ფილმისთვის მუსიკა ლეგნდარული ბრიტანული ჯგუფის Radiohead-ის ვოკალისტმა ტომ იორკმა დაწერა.
როგორც მომღერალი ამბობს, ფილმზე მუშაობის პროცესში ალბომიც შეიქმნა, რომელიც 26 ოქტომბერს გამოვა. ეს სიახლე განსაკუთრებულად სასიამოვნოა ტომ იორკის თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც ახალი სიმღერებით განებივრებულები არ არიან. მსმენელს უკვე აქვს შესაძლებლობა ფილმიდან სიმღერა Suspirium მოისმონოს.
