LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებს და ევროპულ არჩევანს – მამუკა ბახტაძე [ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი უკვე არჩევანი გააკეთა. მამუკა ბახტაძე #44 საარჩევნო უბანზე დილის 8 საათზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმა ქართულ ტრადიციებსა და ევროპულ არჩევანს მისცა.

“დღეს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს; განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/977234995810414/?_nc_cat=109&_nc_ht=scontent.fkut1-1.fna&oh=89f8f1d9152737076bdacbf308b16ddf&oe=5C4BE1B1&dl=1