ერევანში მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უცნობმა კაცმა ხელყუმბარით შესვლა და თავის აფეთქება სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, მოტივი სოციალური პრობლემებია. კაცი, რომელიც თავის აფეთქებას ცდილობდა, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვდა.
ცნობილია, რომ ამ დროს შენობაში პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფებოდა.
1975 წელს დაბადებული კაცი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
