LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხმა მთაწმინდის მეხუთე უბანზე მისცა

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა. მინისტრი ხმის მისაცემად მთაწმინდის მეხუთე უბანში მარტო მივიდა.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა “ევროპული საქართელოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ და პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მთელი თბილისის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 08:00 საათზე დაიხურება.

ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.