LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები 2018 – პროცესს 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 100-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნები დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი.გარდა ამისა პროცესს მონიტორინგს უწევს 73-ი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58-ი საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100-ი საერთაშორისო დამკვირვებელი.საარჩევნო პროცესს 125-ი მედია ორგანიზაციის, 2 000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს – აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31-ი საერთაშორისო და 94-ი ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები 3 703 უბანზე ტარდება. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი საგამონაკლისო წესით შექმნილი უბანია.

ცეკოში ამბობენ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877 ადამიანს შეადგენს, რომელშიც შედის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 795 მოქალაქე.

ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.