ამ წლების განმავლობაში ხელისუფლების საქმიანობაში, მოქმედებებში იყო მთელი რიგი ხარვეზები, რომლის გარეშეც არც ერთი ხელისუფლება არ არსებობს, – აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.
“ნებისმიერ არჩევნებში საზოგადოება თავის გზავნილს გვიზიარებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზავნილს ყურად ვიღებთ. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქმედება საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად.
ჩვენთვის მთავარია ვიმუშაოთ მაქსიმალურად, რათა ქვეყანა განვავითაროთ და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი საწუხარი და მთავარი პრიორიტეტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბევრი რამ არის დასახვეწი საკადო პოლიტიკის კუთხით სხვადასხვა დონეზე – დაწყებული ცენტრალური ხელისუფლებით, დასრულებული ადგილობრივი თვითმმართველობებით.
