ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად შეაფასა ის სიტუაცია, რაც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში, ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული აქცენტები სრულად ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობას.
“ჩვენ კონკრეტული გზანილი მივიღეთ საზოგადოებისგან და ბუნებრივია, მას სჭირდება კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. საზოგადოება საჭიროებს სწრაფ შედეგებს, გვეუბნება, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები. ჩვენ ამ ცვლილებებისთვის მზად ვართ, გავიაზრეთ ეს გზავნილი, ვიცით რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მოკლე დროში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
