LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იძულება იყო – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იძულება იყო, თუმცა, მისივე თქმით, შეიძლებოდა ამ ყველაფრის განსხვავებული ხარისხითა და ფორმით გაკეთება. “აქაც დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები და სამომავლოდ ამის გამოსწორება საჭიროა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების“ საარჩევნო სია შედგება, ძალიან ბევრი ახალი სახე იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, სიის განახლება ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია.