კვირას პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერებმა და მათმა მეუღლეებმა მოიყარეს თავი. ელისეის სასახლეში მოწყობილ მიღებას საქართველოს პრეზიდენეტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუაც იმყოფებოდნენ. მსოფლიოს პირველ ქალბატონებს ბრიჯიტ მაკრონმა უმასპინძლა, სტუმრებს შორის იყო ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპიც.
რაც შეეხება მელანიას, ის ბრწყინავდა „დიორის“ ნაცრისფერ პლისირებულ შალის კაბაში. კაბას მელანიამ ამავე ფერის პალტო და შავი ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.


