LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღდათში, ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ამასთან, მეხანძრე-მაშველები ვარაოდობენ, რომ ცეხლის ლოკალიზება დღეს მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.