LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი 80:73 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა ტალინში 80:73 ესტონეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა, რითაც ცხრილში კონკურენტ ისრაელს გაუთანაბრდა და ურთიერთშეხვედრების უპირატესობის ხარჯზე მის წინა, მე-4 ადგილს იკავებს.

თავის მხრივ ისრაელმა დღეს, თელ ავივში სერბეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის, ანუ სამეულში მოხვედრის ამბიცია გაუჩნდა. შესაბამისად, 3 დეკემბერს, თბილისში გასამართი მატჩი ქართველებისთვის უმძიმესი იქნება. თუკი ებრაელები დარჩენილ 3-ივე შეხვედრას მოიგებენ, სერბეთს გადაასწრებენ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავლენ. საქართველოს სერბეთთან პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებული 2 მარცხი უფუჭებს საქმეს და ჩვენი გუნდის ჯგუფიდან გასვლის ბედი მხოლოდ ჩვენებზე არაა დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 1 დეკემბერს გამოფრინდება და 2-ში, გამთენიისას, თბილისში იქნება. ილიას ზუროსის გუნდი 3 დეკემბერს ისრაელს უმასპინძლებს.