LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მგზავრები ბარსელონაში ჩარჩნენ – “ვიზეარმა” ბარსელონა-ქუთაისის რეისი ერთი კვირით გადადო

ავიაკომპანია “ვიზეარმა” ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ავიარეისი ერთი კვირით გადადო. მიზეზად კომპანიაში უამინდობის გამო ქუთაისიდან რეისის გაუქმებას ასახელებენ.

თავდაპირველად, მგზავრებს ბილეთები 3 დეკემბრის რეისზე გადაუცვალეს, თუმცა აღნიშნულ რეისზე ბილეთები ამოიწურა და მგზავრებს შემდეგი რეისის ბილეთებს სთავაზობენ, რომელიც 7 დეკემბერს არის დაგეგმილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვებას და სასტუმროს აღნიშნულ პერიოდში უზრუნველყოფენ, თუმცა მგზავრები გაფრენას დროულად მოითხოვენ და ამ პერიოდით ფრენის გადადებას ეწინააღმდეგებიან. სხვა შემთხვევაში, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბუდაპეშტიდან შეუძლიათ მგზავრებს ქუთაისში დაბრუნება, თუმცა ბილეთის საფასურის ანაზღაურებაზე უარს აცხადებენ.