ქუთაისის მკვიდრი ელისო გეგენავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ახლად რეაბილიტირებულ თეთრ ხიდს საღებავები უკვე აცლილი აქვს.
ჩემი გადახდილი ფული თქვენი გადახდილი ფულით მივიღედ დღეს ეს შედეგი რამდენიმე კვირისწინ გახსნილი თეთრი ხიდიდან … ????მთავარია მერმა დაისვენა დაიღალა – წერს გეგენავა
პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია:
“მერი რა შუაშია, მერმა გააკეთა? მერის გარდა ათობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას მაგ ხიდის რეკონსტრუქციის საკუთხებში.მათ შორუს შენი მეგიბარი ნაცებიც.ეს კომპანიის ბრალია და კიდევაც დაჯარიმდნენ”“ნუ ხარ ინტრიგანი , ვისი ბრალია თუ ბრაკი გამოდგა”
ეეხ, მიშა გამახსენდა ) ნებისმიერ მშენებლობას და პროექტს თავად რომ ამოწმებდა და დააცხრებიდა ხოლმე მუშებს) – წერენ მოქალაქეები
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2012206685483123&set=a.549062135130926&type=3&theater
რეაბილიტირებული ხიდი მიმდინარე წლის სამ ნოემბერს გაიხსნა.სამუშაოების ფარგლებში, ხის საფარი რკინის ფილებით შეიცვალა. ასევე, მოხდა ხიდის კონსტრუქციის გამაგრება.
ხიდის რეაბილიტაციისთვის 436 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
