უცხოელებმა რომ მიულოცეს, დაწერეს დასკვნები, გგონიათ, იანუკოვიჩს არ მიულოცეს? სარგსიანს არ მიულოცეს? რა არის ეს მონური მენტალიტეტი, უცხოელებმა მიულოცეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში განაცხადა.მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვება 2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლებასაც მიულოცეს.
„უცხოელებმა დაგიწერეს, რომ ყველაფერი მოპარულია, გითხრეს, მწვანე შუქი აგინთეს, თუ რამის თავი გაქვს, გამოდი და გააპროტესტე. თუ არაფრის თავი არ გაქვს, ბურუნდისაც ულოცავენ, ბუკინა ფასოსაც და ასე შემდეგ. არის ქვეყნები, რომ ეგეთი ქვეყნებია, არჩევნებს იპარავენ განწირული არიან სულ სიღარიბეში ყოფნისთვის. ახლა ამერიკას და სხვა ქვეყნებს სხვა პრობლემა აქვს, თავს რატომ შეგვაკლავენ, ვერ გავიგე, თქვენ გგონიათ, ჩვენს გადასაწყვეტს სხვა ვინმე გადაწყვეტს?“
თქვენ გგონიათ, ვარდების რევოლუციის დროს არ მოულოცეს შევარდნაძეს? და მე რა გავაკეთე, სულ ფეხებზე დავიკიდე იმათი მილოცვა და საქმე ბოლომდე მივიყვანე თქვენთან ერთად, თორემ უკვე საქართველო აღარ იქნებოდა. მაშინაც დაგვიწერეს დასკვნები, ახლა ბევრად უარესი დასკვნები დაწერეს, ვიდრე მაშინ. მაშინ ჩვენ გამოვედით და დავიცავით, ახლა არჩევნების წინაც კითხულობდნენ ელჩები, რომ მოიპარავს ივანიშვილი, არის ქართველი ხალხი მზად, დაიცვას თავისი არჩევანი? ასე მიულოცეს სარგსიანსაც და სამ კვირაში სად იყო სარგსიანი? არსად, გაქცეულია რუსეთში, მგონი. ზუსტად ასევე იქნება საქართველოში, თუ ჩვენ ვიქნებით მაგრად“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს „მახინჯი თოჯინა“ უწოდა.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/386988382043261/?notif_id=1544458379553543¬if_t=live_video_explicit
