საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრისას სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.
ამავე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
