LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილებმა ბრედ პიტთან შობის გატარებაზე უარი თქვეს

ცოტა ხნის წინ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ სასამართლოზე საპროცესო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც მათი ექვსივე შვილი შობას მამასთან ერთად გაატარებდა. დღეს ირკვევა, რომ 17 წლის მედოკსმა და 15 წლის პაკსმა მამასთან მისვლაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზი კი ანჯელინა ჯოლია, რომელმაც პაკსს მოუყვა, რომ ბრედი მისი აყვანის წინააღმდეგი იყო. მედოკს კი მამასთან ისედაც კონფლიქტი ჰქონდა, ამის გამო ისინი შობას ისევ დედასთან ერთად შეხვდნენ.

წყაროს ცნობით, 13 წლის ზახარამ, 12 წლის შაილომ და 10 წლის ტყუპებმა, ნოკსმა და ვივიენმა შობა მამასთან გაატარეს, სადაც მათთან ერთად სოციალურ მუშაკიც იმყოფებოდა. ეს სასამართლო საპროცესო შეთანხმების ნაწილიც იყო.