დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის და რადგან მზე შეუპოვარი, დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, ყველაზე ძლიერი ინტუიციის პატრონის – მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ დღეს სწორედ ეს თვისებები იქნება პრიორიტეტული. ენერგიის მმართველი პლანეტა მარსი კი, 14 თებერვლამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რასაც პირველ რიგში ენერგიის მოზღვავებითდა ლიდერობის მოპოვების სურვილით იგრძნობთ, ამასთანავე ადამიანებში მოიმატებს აგრესია და სულსწრაფობა, სიჯიუტე და ეჭვიანობა.
დაუყარეთ საკენკი ჩიტებს, რადგან სწორედ ასე შეძლეთ იღბლის და კეთილდღეობის მოზიდვას, ნუ დაიზარებთ და მიაქცით ყურადღება კოსმიურ მინიშნებებს, რომლებიც მომავალში აუცილებლად გამართლდება, თუმცა არ ღირს სიზმრების დაჯერება, რადგან არასდროს ახდება.
ჯანმრთელობა – დასუსტდება ცხვირის ზონა, ამიტომ ნაკლებად სასურველია ამ ორგანოზე ოპერაციის გაკეთება, თუმცა საკმაოდ სასიკეთო დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის იღბლიანი ფერები და მინერალები – ყვითელი და ოქროსფერი, წითელი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოფაზი, ზურმუხტი, ონიქსი და იასპი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ბრწყინვალე დღეა გართობისა და დღესასწაულების აღსანიშნად, თვითშემეცნებისა და ცოდნის მისაღებად. მოერიდეთ მოგზაურობას, ბინის შეცვლას და სესხის აღებას.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულის, მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად სასიკეთოა დღე ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.
