ემოციურად არასტაბილურ დღეს ადამიანებს კომპეტენტურობის გამოვლენის და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავსმოხვევის განსაკუთრებული სურვილი ექნებათ, რაც მწვავე კამათის და დაპირისპირების მიზეზი გახდება. ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ გარშემომყოფთა გავლენისგან თავის დაღწევას და მართებული გადაწყვეტილების მიღებას. მოერიდეთ სარკასტულ გამონათქვამებს და სულსწრაფ მოქმედებებს. მეტი დრო დაუთმეთ მშობლებთან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობას.
* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ტურიზმისა და ლაშქრობისთვის, საიუბილეო და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული დოკუმენტების მოსაწესრიგებლად და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გასაფართოვებლად. ნაკლებად სახარბიელო დღეა მშნებლობის და რემონტის დასაწყებად, რადგან მომავალში აუცილებლად უსიამოვნებებს შეგიქმნით და დამატებითი სამუშაოების ჩატარებას გაიძულებთ.
* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღე პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ, თავის ტკივილის, უგუნებობის და გაღიზიანების მიზეზი გახდება. განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ ღირს დასუსტებულ ღვიძლზე და ნაღვლის ბუშტზე, საზარდულსა და მენჯ-ბარძაყზე ოპერაციის ჩატარება.
* დღის ფერები და მინერალები – იისფერი, წითელი და ყვითელი, ლურჯი და ცისფერი. ფირუზი და სარდიონი, ნეფრიტი და მარგალიტი.
* ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად სასიკეთო დღე ელის კუროსა და მორიელისთვის.
