მაკა ასათიანის ახალი ფოტო სოცქსელებსაც იპყრობს და მნახველებსაც. ცნობილი დიზაინერი, რომლის ახალი ფოტოები, დიდი ხანია, არ გვინახავს, “ბიუთი ენდ ზი ბოქსის” ყდაზეა. პროექტს მაკას დეიდაშვილი, ასევე დიზაინერი თეონა თავართქილაძე ხელმძღვანელობს.
მაკა თბილისში იმყოფებოდა და ფოტო ახალი გადაღებულია, სადაც ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურება.
ფოტოს აქტიურად აზიარებენ “ფეისბუქზე”.

