ვენსან კასელი და ტინა კუნაკი მშობლები გახდებიან. ფრანგმა მოდელმა ,,ინსტაგრამზე” ორსულობის პირველი კადრი გამოაქვეყნა, რომელზეც შესამჩნევად მოზრდილი მუცელი ჩანს.
,,ბედნიერი ახალი წელი”, – წერია პოსტის აღწერაში, რომელსაც ასევე ჰეშთეგი ,,და თუ არ იცით, ახლა იცით” ამშვენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის ვარსკვლავის 21 წლის მეუღლე ორსულობის მეექვსე თვეშია.
აღსანიშნავია, რომ კუნაკისგან განსხვავებით, კასელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის მის რჩეულს მუცელზე კოცნის. გაირკვა, რომ წყვილი ახალ წელს ბრაზიალიაში შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ვენსან კასელი და ტინა კუნაკი 2018 წლის 24 აგვისტოს დაქორწინდნენ. პატარა, რომლის სქესი ჯერჯერობით უცნობია, მათი პირველი საერთო შვილი. ფრანგი მსახიობი მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან ორ გოგონას ზრდის.

