რიკი მარტინსა და მის მეუღლეს, შვედ მხატვარს, ჯოვან იოსეფს ქალიშვილი შეეძინათ. ინფორმაცია ოჯახში მატების შესახებ, პუერტო რიკოელმა მომღერალმა სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო. 47 წლის ვარსკვლავმა ახალშობილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც პატარას ხელები ჩანს.
,,მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ გავხდით ლამაზი და ჯანსაღი გოგონას მშობლები, რომელსაც ლუსია დავარქვით. ეს იყო უდავოდ უნიკალური დაბადების დღე და საშობაო დღესასწაული ჩვენს ცხოვრებაში. 2019 წელს საუკეთესო საჩუქრით ვიწყებთ”, – წერია პოსტის აღწერაში.
შეგახსენებთ, რომ ლათინური პოპის მეფე აქამდე ტყუპ ვაჟებს, მატეოსა და ვალენტინოს ზრდიდა, რომლებიც ,,გრემის” მფლობელ შემსრულებელს სუროგატმა დედამ 2008 წელს გაუჩინა. მარტინმა და იოსეფმა 2018 წლის იანვარში იქორწინეს. ლუსია მარტინ-იოსეფი წყვილის პირველი საერთო შვილია.

