გადაცემა „რადიო დუეტის“ სტუმრები ლევან ბეიტრიშვილი და ჯგუფი B 17 იყვნენ, საახალწლო განწყობის შესაქმნელად მათ პირდაპირ ეთერში საშობაო სიმღერა შეასრულეს, ასევე გადაცემის ფარგლებში გაიმართა მათი ახალი სიმღერის „მოგისმენ ბევრს“ პრემიერა.
როგორ შეაფასებდი 2018 წელს, როგორც შენთვის ასევე ჯგუფისთვის?
2018 უკეთესი იყო ვიდრე 2017, ისევე 2017 უკეთესი იყო ვიდრე 2016 და 2019 უფრო უკეთესი იქნება ვიდრე 2018…
ჩემთვის 2018 იყო მუსიკალურად დატვირთული, „ოქროს ტალღის“ ჯილდო მივიღე, 2001 წლის მერე აქტიურად არაფერი გამიკეთებია და მაგ მხრივ ეს წელი წარმატებული იყო.
როგორია სამომავლო გეგმები და ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომელიც დღეს დაპრემიერდება…
„მოგისმენ ბევრს“, ეს სიმღერა ორი წლის წინ დაიწერა, ეს არის ყველაზე ნატანჯი სიმღერა, რომელიც როგორც იქნა ჩავწერეთ. ახლახან დავამთავრეთ მასტერინგი, მუსიკა, ტექსტი მე მეკუთხვის, არანჟირება ჩემი გაკეთებულია.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები…
ლევან ბეიტრიშვილი – მოგისმენ ბევრს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლევან ბეიტრიშვილი & ზურა კალაძე – იმიტომ რომ (ქრისტეშობის ღამე დგება). Live
ლევან ბეიტრიშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. 28.12.2018. ვიდეო კოლაჟი
ფოტო

