LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერმა იმიჯი შეიცვალა (ფოტო)

ცნობილი ფაქტია, რომ კარდაშიან-ჯენერებს საზოგადოების გაოცების თანდაყოლილი ნიჭი აქვთ. ვარსკვლავური ოჯახი მუდმივად განხილვის ობიექტია, მათი ნებისმიერი ქცევა კი მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება.

ამ დღეებში, კაილი ჯენერმა ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ცნობადი სახე თავს ახალი ვარცხნილობით იწონებს. როგორც ჩანს, 21 წლის ვარსკვლავი ახალ წელს სიახლით იწყებს, რადგან გოგონამ თმა ფირუზისფრად შეიღება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ახალგაზრდა დედა განსხვავებული თმის ფერით გვევლინება, აქამდე მას თმა ვარდისფრად, ლურჯად, იისფრად, წითლად, სტაფილოსფრად, მწვანედ, თეთრად ჰქონდა შეღებილი.