LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარბოლო სუპერქარი  Brabham მალე ჩვეულებრივ გზებზე გამოჩნდება

სარბოლო სპორტქარმა BT62-მა მთელი რიგი თვისებები მიიღო, რაც მას ჩვეულებრივ ავტომობილად აქცევს. Road Compliance Conversion-ის კომპლექტის დამონტაჟება როგორც ახალ, ასევე უკვე არსებულ მოდელებსაც შეეძლებათ. რაც შეეხება საინტერესო სიახლის ღირებულებას, ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.

აღნიშნულ ფასში შედის ყველა ის მოწყობილობა, რომელსაც კანონი ჩვეულებრივ გზებზე მოსიარულე ავტომობილებს ავალდებულებს. მაგალითად ეს შეეხება ნომრის სამაგრებს, მოსახვევის მანიშნებელს, კონდიციონერსა და სალონსაც კი.

ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები უცვლელი დარჩა. ძარის ქვეშ სპორტქარს 5,4 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული აგრეგატი აქვს და ძრავს 710 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ „ასეულს“ ავტომობილი 2,7 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს.