ლეო მესიმ ესპანეთის პირველობაზე მორიგი თამაში მოაგებინა “ბარსელონას” (სტუმრად 2:1 “ხეტაფესთან”). ერთ-ერთ ეპიზოდში კი საოცარი პასი მიაწოდა ლუის სუარესს. თუმცა ახლა მესის სხვა მიღწევაზე – არგენტინელი გენია “ბარსელონას” მოთამაშეა, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული ლა ლიგაში.
ეს დეკემბრის ამბავია, მაგრამ მაინც აღვნიშნოთ. მესის და მის მთავარ მეტოქეს კრიშტიანო რონალდოს ერთად აღებულს უკვე… 100 ჰეთ-თრიქი აქვთ გაკეთებული.
აქედან რონალდოს ანგარიშზე 51 ჰეთ-თრიკია და ორით უსწრებს ლეოს, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.


