LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული მეგან მარკლი პრინცესა დიანას იმიჯით (ფოტო)

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ბირკენჰედში იმყოფებოდნენ, სადაც ჰამილტონის მოედანს ესტუმრნენ.  სტუმრებმა ის ქანდაკებები მოინახულეს, რომელიც პოეტ უილფრედ ოუენის გარდაცვალების 100 წლისთავისთვის დაიდგა.

მეგან მარკლი საზოგადოების წინაშე ნათელი ფერის სამოსში გამოჩნდა. ის „არიტზიას“ ალისფერ კაბასა და „სენტალერის“ წითელ პალტოში იყო გამოწყობილი. ანსამბლს კი ამავე ფერის ფეხსაცმელი, „გაბრიელა ჰირსტის“ ჩანთა და „პიპა სმოლის“ საყურე ასრულებდა.

ამ ფორმაში ორსული მეგან მარკლი პრინცესა დიანას შეადარეს. მედია წერს, რომ ამ ფერებით სასექსის ჰერცოგინიამ დიანას მიაგო პატივი. დაახლობით ამ სტილში ჩაცმული გამოჩნდა დიანა ინდოეთში ოფიციალური ვიზიტისას.