მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს,ენდი მარის უიმბლდონში ძეგლს დაუდგამენ.აღნიშნული ინფორმაცია BBC რადიოს უიმბლდონის ორგანიზატორის All England Club-ის დირექტორმა რიჩარდ ლუისმა დაუდასტურა.
”ჩვენ ყოველთვის ვიცოდით,რომ მისი შესანიშნავი კარიერის აღსანიშნავად, ენდის ქანდაკება უიმბლდონში აუცილებლად დაიდგმებოდა მას შემდეგ,რაც იგი კარიერას დაასრულებდა. ენდი როგორც კორტზე,ასევე მის მიღმაც ძალიან პატივსაცემი პიროვნება და კარგი ადამიანია.”-განაცხადა ლუისმა.
ჩვეულებრივ,უიმბლდონის ორგანიზატორები მსგავსი გეგმების შესახებ ვადამდე არ საუბრობენ,მაგრამ ენდი მარის შემთხვევა გამონაკლისი გამოდგა.
ბრიტანელმა რამოდენიმე დღის წინ საზოგადოებას ამცნო,რომ კარიერას სწორედ უიმბლდონში,წლევანდელი ტურნირის შემდეგ დაასრულებს.
ამის მიზეზი გაუსაძლისი ტკივილებია.ოპერაციისა და რეაბილიტაციის მიუხედავად მარისთვის პროფესიულ ჩოგბურთში დარჩენა ამ დროისთვისაც კი ძალიან რთულია.სავარაუდოდ,სწორედ აღნიშნული განცხადების გამო, All England Club-მა თავისი მხარდაჭერა ენდის მიმართ სწორედ ასე გამოხატა.
ენდი მარის კარიერაში მოგებული 3 დიდი სლემის ტურნირიდან 2 უიმბლდონში,2013 და 2016 წლებში აქვს მოგებული.აღსანიშნავია ბრიტანელის სხვა მიღწევაც-მან 2012 და 2016 წლებში ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო.