ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 60-წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
