LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტროს მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა

მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგურზე ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ, სადგურებიდან ამოსული მგზავრები კი ამბობდნენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ.

მგზავრების თქმით, მატარებელი, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო.
დედაქალაქის მერიის განმარტებით, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა.

ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა.