„რადიო დუეტის“ სტუმარი მომღერალი მარიამ ელიეშვილი იყო, რომელიც „არ დაიდარდოს“ სტუდიას სიმღერის პრემიერით ეწვია, გადაცემის ფარგლებში მან მუსიკალურ მეწყვიესთან ერთად მსმენელებს ცოცხალი შესრულებაც შესთავაზა.
მარიამ როგორ ხარ, რა ხდება შენთან საინტერესო, რით გაახარებ შენს მსმენელს და გულშემატკივრებს?
ძალიან მიხარია, რომ „არ დაიდარდოში“ ვიმყოფები, იმდენად მიყვარს ეს რადიო, რომ ჩემი ახალი სიმღერა, რომელიც ჯერ არსად დაპრემიერებულა, გადავწყვიტე თქვენთან მომეტანა.
დღეს ლაივშესრულებებს შემოგთავაზებთ, ჩემი მუსიკალური მეწყვილე იქნება გიორგი გოგოლაური, მე და გიორგი დიდი ხნის მეგობრები ვართ, გვაქვს ერთი დუეტი და უახლოეს მომავალში ვაპირებთ ახალი დუეტის ჩაწერას.
„ჩვენ ახლა ერთურთს”, შენი სიმღერა რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე მოთხოვნადია, როდის დაიბადა ამ სიმღერის გაკეთების იდეა?
ეს სიმღერა უკვე ხუთი წელია გამოსულია და გამოსვლის დღიდან მარტივად აიტაცა მსმენელმა, მელოდია ხალხურია, ტექსტის ავტორია მინდია არაბული, რომელიც გარდაცვლილია სამწუხაროდ და მისი ოჯახისგან ავიღეთ ნებართვა, სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.
მარიამ ელიეშვილი – ჩვენ ახალა ერთურთს. Live
(მუსიკა: ხალხური / ტექსტი: მინდია არაბული)
როგორ დაიწყო 2019 წელი და რა გეგმები გაქვს?
წელი საკმაოდ კარგად დაიწყო, კონცერტით შევხვდი ახალ წელს თბილისში, 25 დეკემბერს საბერძნეთში მქონდა კონცერტი. პირველი ახალი სიმღერას რომელიც 2018 წლის მიწურულს გამზადდა, უკვე წელს დავაპრემიერებთ, მაქვს კიდევ ერთი ახალი სიმღერა, რომელსაც ცოტა მოგვიანებით შევთავაზებ მსმენელს.
„აფხაზური” ახალი სიმღერა, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ, იდეა ვის ეკუთვის?
კავკასიური სიმღერაა და გამოყენებულია აფხაზური ელემენტები, სწორედ ამიტომ დავარქვით ეს სახელი, ტექსტის ავტორია ამირან ჭიღლაძე, მელოდია კავკასიურია, მაგრამ ერთიანობაში ჩემი და ბექა გაბუნიას მიერ არის გაკეთებული, რომელსაც ეკუთვნის კიდეც არანჟირება და დიდი მადლობა მას, საოცარი უნარი აქვს ულამაზესი მელოდიების შექმნის. იმედია მსმენელისთვის სასიამოვნო მოსასმენი იქნება.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებ.
მარიამ ელიეშვილი – აფხაზური
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარიამ ელიეშვილი & გიორგი გოგოლაური – ქალავ ჩემო. Live
(კომპოზიტორი და ტექსტი: გიორგი გოგოლაური)
მარიამ ელიეშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები




