ლედი გაგა ,,ოსკარების” ისტორიაში შევა. 32 წლის ვარსკვლავი ფილმში ,,ვარსკვლავის დაბადება” მონაწილეობისთვის, ,,საუკეთესო მსახიობი ქალისა” და ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციებში წარადგინეს.
91-ე ,,ოკსარების” ნომინანტები ცნობილი გუშინ გახდა. გაირკვა, რომ ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიამ ბრედლი კუპერის სადებიუტო რეჟისორულ ნამუშევარს პრემიის 8 ნომინაცია მიანიჭა.
ორი ,,ოქროს გლობუსის” მფლობელი ლედი, ქალი მსახიობის მიერ მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კონკურენციას იალიცა აპარისიოს (,,რომა”), გლენ კლოუზს (,,მეუღლე”), ოლივია კოლმანსა (,,ფავორიტი”), და მელისა მაკკარტის (Can You Ever Forgive Me?) გაუწევს.
წლის საუკეთესო მუსიკისთვის გაგასა და ირინა შეიკის მეუღლის Shallow ისეთი კინოსურათების საუნდტრეკებს დაუპირისპირდება, როგორებიცაა: ,,შავი პანტერა”, ,,მერი პოპინსი ბრუნდება”, ,,ბასტერ სკრაგსის ბალადა” და RBG.
აღსანიშნავია, რომ სინგლით Til It Happens to You, რომელიც ფილმში ,,ნადირობის ზონა” ჟღერს, ლედი გაგა ,,ოსკარებზე” ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის” აქამდეც იყო ნომინირებული.
შეგახსენებთ, რომ პირველი, ვინც მუსიკალურ და სამსახიობო კატეგორიებში ნომინაციები მიიღო, მერი ჯეი ბლაიჯი იყო.


