ენ ჰეთეუეიმიმ პრინცესას დღიურების მესამე ნაწილი გადაღების დაწყებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. მსახიობი ამბობს, რომ მესამე ნაწილშიც ის მთავარ როლს შეასრულებს.
“მე მზად ვარ ფილმის გადაღებებისთვის, ჯული ენდრიუსიც მზად არის, ჩვენი პროდიუსერიც მზადაა პრინცესას დღიურების ახალი ნაწილისთვის. ასე რომ, თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვსურს კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ ჯენოვიას სამეფოში”, – ამბობს ენი.
ფილმის პირველი ნაწილის გამოსვლიდან უკვე 18 წელი გავიდა
