ყოფილმა ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში მისი ბიოლოგიური დედის ფოტორობოტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას, მიმართა, რომ მისი მშობლების პოვნაში დაეხმაროს:
ამ თემაზე ერთხელაც დავწერ, დახმარებისთვის ერთხელაც მოგმართავთ და ბოლო იქნება.
ეს იმ ადამიანის ფოტორობოტია, რომელმაც 1984 წლის სექტემბერში თბილისის მეორე სამშობიაროში გამაჩინა. გადმოცემით (მაგრამ არა დაზუსტებით) ვიცი, რომ იყო სამტრედიიდან და ქონდა მუსიკალური განათლება . როგორც ამბობენ “მამაც” სამტრედიელი იყო , ნომრიან სათვალეს ბავშვობიდან ატარებდა და ისიც მუსიკოსი გახლდათ. როგორ შეიძლება 2 ადამიანი ცამ, ან მიწამ ჩაყლაპოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია…
თუ ვინმეს ფოტო გეცნობათ, მსგავსი ისტორიისთვის ყური მოგიკრავთ, ან 1984 წელს მეორე სამშობიაროში იმშობიარეთ,გთხოვთ გამომეხმაუროთ. ანონიმურობა გარანტირებულია, – წერს თამუნა მუსერიძე ფეისბუქ გვერდზე.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10205257861762997&set=a.2205552035234&type=3&theater
