ქარიშხლის შედეგად, ანტალიის აეროპორტში სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ანტალიის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა. აეროპორტის ტერიტორიაზე ავტობუსი და მიკროავტობუსი გადატრიალდა. ასევე დაზიანებულია ორი თვითმფრინავი და საპოლიციო ვერტმფრენი.
გუბერნატორი აცხადებს, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, აეროპორტი ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.
