LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და ჯეი-ზი თაყვანისმცემლებს ვეგანობისკენ მოუწოდებენ და მათი კონცერტების უფასო ბილეთებს სთავაზობენ (ფოტო)

ბიონსემ ,,ინსტაგრამით” უპრეცედენტო კონკურსის შესახებ განაცხადა. 37 წლის შემსრულებლის ინფორმაციით, ,,კარტერების” თაყვანისმცმელები, რომლებიც ცხოველური პროდუქტების გამოყენებაზე უარს იტყვიან, 30 წლის განმავლობაში ვარსკვლავური წყვილის კონცერტებს უფასოდ დაესწრებიან.

გაირკვა, რომ კონკურსში, რომელიც The Greenprint Project-ის კამპანიის ნაწილია, მონაწილეობა მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს შეუძლიათ. გამარჯვებულები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 22 აპრილს გამოვლინდებიან.

 

View this post on Instagram

 

What is your Greenprint? Click the link in my bio for a chance to win tickets to any JAY and/or my shows for life. #greenprintproject

A post shared by Beyoncé (@beyonce) on

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ და ჯეი-ზიმ საზოგადოებას ვეგანური ცხოვრების სტილის დაცვისკენ აქამდეც არაერთხელ მოუწოდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ვეგანობით ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოს გაუფრთხილდებიან.