LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Infiniti ევროპული ბაზრის დატოვებას გეგმავს

ბრენდი Infiniti შესაძლოა ევროპიდან გავიდეს. როგორც Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუკი გაყიდვების რაოდენობა არ გაიზრდება და ბრენდი დასახული გეგმის შესრულებას ვერ შეძლებს.

ინფორმაცია ტაბლოიდებმა გაავრცელეს და ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

საიტ Autoctu.com-ს მაგალითად ჰეტჩბეკი infiniti Q30 მოჰყავს, რომელიც ყოველ წელს 30-40 ათასიანი ტირაჟით უნდა გაყიდულიყო. თუმცა, 2016 წელს ის მხოლოდ 8453 ცალი, 2017 წელს კი უფრო ნაკლები 7617 ავტომობილი გაიყიდა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს – ყველაფერი კიდევ უფრო შემაშფოთებელია და სულ 2868 Infiniti გაიყიდა.

ევროპული ოფისისთვის ყველაზე კარგი მაინც 2016 წელი იყო და მას შემდეგ ყველაფერი აირია, ამიტომ გასაკვირი სულაც არ იქნება, თუკი ბრენდი ბაზარს საერთოდ დატოვებს.