მეგან მარკლი აქტიურად სტუმრობს იმ ორგანიზაციებს, რომლის პარტონაჟიც მას სამეფო ოჯახმა ჩააბარა. ამჯერად ის უნივერსიტეტების ასოციაციის საპატიო სტუმარი გახდა, სადაც სასექსის ჰერცოგინია განსხვავებული იმიჯით ვიხილეთ. პირველი უცნაუობა, რაც ჟურნალისტებმა შენიშნეს, ახალი ვარცხნილობაა. კიდევ ერთი დეტალი კი, „ჟივენშის“ შავი პალტოა, რომელიც მეგანს გასული წლის ნოემბერში ეცვა.
უნივერსიტეტების ასოციაცია თანამეგობრობის ქვეყნებში შემავალ 500-ზე მეტ უნივერსიტეტს აერთიანებს. ხვალ მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად ბრისტოლში გაემგზავრება.



