LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „ცხრა ზრდასრული და ხუთი ბავშვი ვიქნებით, როცა მეზობელი სახლი ქვეშ მოგვიყოლებს…“

პურის მოედანზე მდებარე ძველი სახლის მაცხოვრებელი, ნინო კვიტატიანი აქვეყნებს ფოტოებს და წერს იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაშია მათი სახლი. როგორც პოსტის ავტორი წერს, მის დემონტაჟს წლებია უშედეგოდ ელოდებიან.

„ეს სახლი პურის მოედანზე, ჩვენს ეზოში ინგრევა. წლებია მის დემონტაჟს ველოდებით. თბილისის მერია / Tbilisi City Hall შემდეგი ნწუ, ნწუ, ნწუ … ცხრა ზრდასრული და ხუთი ბავშვი ვიქნებით, როცა მეზობელი სახლი ქვეშ მოგვიყოლებს!“, – აღნიშნავს ნინო კვიტატიანი.