LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის, სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების პლანეტა ვენერა კი, 1 მარტამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავა. ადამიანებში მოიმატებს რომანტიკული განწყობა, გაუმჯობესდება სასიყვარულო ურთიერთობები, გაძლიერდება პასუხისმგებლობა და ურთიერთგაგება პარტნიორებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ხვალ ახალმთვრეობა და აღმოსავლური ახალი წელია. შეეცადეთ  დაასრულოთ ძველი საქმეები და გაისტუმროთ ვალები, რათა ტახის წელიწადს ძველი ვალდებულებების გარეშე და ახალი ენერგიით შეხვდეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური განვითარებისა და სამეცნიერო კველევებისთვის, მშენებლობის და რემონტის დასაწყებად. არ ღირს ახალ პროექტებს შეჭიდება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულს სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი, ყავისფერი, ბეჟი და ოქროსფერი, ასევე საფირონი, აქვამარინი და ციტრინი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის, დაძაბული დღე ელის მორიელის, თხის რქის და თევზების.