LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (4-10 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მიხეილ ცაგარელის კვირის (4-10 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

აღმოსავლური კალენდრით 5 თებერვალს ახალი – ყვითელი ტახის წელი  იწყება. მართალია, დღე ახალმთვარეობის ნეგატიური ენერგიის მატარებელია, მაგრამ ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ხალისიანად შეხვდეთ ახალ წელს, მით უფრო, რომ ერთიანობაში სასიკეთო, საკმაოდ სტაბილური კვირაში ზოდიაქოს ყველ ნიშანს ექნება წარმატების მიღწევის შანსი.

ვერძი – მეტად პოზიტიური კვირაა. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას, არ გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და ინიციატივის გამოჩენა, კოლეგები კი, სრულად გაიზიარებენ თქვენს იდეებს და დაგეხმარებიან მათ განხორციელებაში. კარგი პერიოდია უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების გასაფართოვებლად, სარფიანი გარიგებების გასაფორმებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კურო – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, შეძლებთ პროფესიულ წინსვლას და კარიერულ განვითარებას, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, შეგექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან თავს შეგახსენებენ ქრონიკული დაავადებები. იძულებული გახდებით უარი თქვათ უკვე ნაცადი მეთოდებით მოქმედებაზე და მოიძიოთ პრობლემის გადაწყვეტის ახალი და ორიგინალური ხერხი, რათა ხელიდან არ გაუშვათ წარმატების შანსი. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად.

ტყუპები – სასიკეთო კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება, ჩვეული გონებამხვილობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენა, ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარება, ძველი ურთიერთობების გაუმჯობესება და საკუთარი იდეებით კოლეგების, ხელმძღვანელების დაინტერესება. კარგი კვირაა მოგზაურობისთვის, ცოდნისა და ახალი გამოცდილების შესაძენად. არაა გამორიცხული მეტად სარფიანი გარიგება გააფორმოთ ახლადშეძენილი პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ წინსვლასა და წარმატებაში.

კირჩხიბი – საკმაოდ რთული კვირაა კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე ადვილად დაიღლებით, თავს შეგახსენებენ ქრონიკული დაავადებები და შესაძლოა გახდეთ ავადაც, რაც ხელს შეგიშლით მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებში ჩაბმასა და აქტიურად მონაწილეობაში. მართალია, იძულებული გახდებით ერთდროულად აკეთოთ რამდენიმე საქმე, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა, თანაბრად გაანაწილეთ დრო საქმესა და დასვენებზე, რათა ზიანი არ მიაყენოთ ისედაც დასუსტებულ  ჯანმრთელობას.

ლომი – მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენა, თუმცა მოგიწევთ პარტნიორთა აზრის გათვალისწინება და მათი მოთხოვნებისთვის ანგარიშის გაწევა, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი და უსიამოვნება. კარგი პერიოდია განვითარებისა და ცოდნის შესაძენად, იდეების განსახორიელებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი და საინტერესო კონტაქტების დასამყარებლად, რაც სამომავლოდ აუცილებლად დაგეხმარებათ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებაში.

ქალწული – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე იძულებული გახდებით დამატებითი პასუხისმგებლობა იტვირთოთ საკუთარ თავზე და ინტენსიურად ჩაებათ მუშაობაში, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ნერვულ სისტემასა და ემოციურ მდგომარეობაზე, ადვილად გაღიზიანდებით და არ მოერიდებით კონფლიქტებში ჩაბმას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ დრო საქმესა და დასვეებაზე, რათა არ დაუშვათ შეცდომები და თავიდან აიცილოთ უსიამოვნება.

სასწორი – სასიკეთო კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭის, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და იდეების განხორციელება. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მიიღოთ ინფორმაცია, რომელსაც წარმატებით გამოიყენებთ საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების განსახორციელებლად ან შეიძინოთ ახალი ნაცნობები, ვინც რადიკალურად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას და წარმოდგენას სამყაროზე.

მორიელი – დინამიური, თუმცა მოულოდნელობებით სავსე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიჭირდებათ ორიენტირება და მიმდინარე მოვლენებს სწრაფად მორგება, მით უფრო, რომ  ცვლილებები, რომელთა განხორციელებას დიდი ხანია გეგმევთ, არა მხოლოდ თქვენს აქტიურობაზე, არამედ გარშემომყოფთა ნებასა და სურვილზეც იქნება დამოკიდებული. მართალია, შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებას, მაგრამ ახლობელთა თხოვნით იძულებული გახდებით შეიძინოთ მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთები.

მშვილდოსანი – პოზიტიური, მეტად იღბლიანი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის, ლიდერული თვისებების გამოვლენას და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად, იდეების ჩამოსაყალიბებლად და შეფერხებების გარეშე განსახორციელებლად, შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თამამად შეგიძლიათ გარისკოთ, რადგან ყველა სფეროში გაგიმართლებთ და ნებისმიერ საქმეს თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულებთ.

თხის რქა – მეტად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა, თუმცა პროფესიული განვითარების სანაცვლოდ მოგიწევთ საცხოვრებლის შეცვლა, რაც ახლობლების სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი გახდება. კარგი პერიოდია ოჯახური ბიზნესის გასაფართოვებლად და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად, არაა გამორიცხული სწორედ ახლა აგინაზღაურდეთ ძველი პროექტები ან გაგეზარდოთ ხელფასი.

მერწყული – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირაც იღბლიანი, მეტად პოზიტიურია. მნიშვნელოვნად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, გონებამახვილობის გამოვლენას და იდეების ჩვეული ორიგინალურობით განხორციელებას. არაა გამორიცხული ჩაებათ ახალ პროექტში, რომლის წყალობით სრულად შეძლებთ საკუთარი პოტენციალის გამოვლენას ან გაიჩინოთ ახალი ნაცნობები, ვინც წინსვლის და შემდგომი განვითარების ერთგვარ სტიმულად იქცევა. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ცოდნის შესაძენად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.

თევზები – რთული, საკმაოდ დაძაბული კვირაა, რადგან სრულდება განვითარების ერთწლიანი ციკლი. დასუსუტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ გადატვირთვას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გაცემული დაპირებების შესრულება. კარგი პერიოდია ძველი პროექტების დასრულებისა და ახალი გეგმების დასასახად, კარიერის გასავითარებლად და საინტერესო სამუშაოს მოსაძიებლად, თუმცა არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, უმჯობესია იმოქმედოთ ფრთხილად და მოერიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

 

გეომაგნიტური დღეები – 5, 7, 9 და 10 თებერვალი.