LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი ფოქსი ,,სუპერბოულზე” კარტოფილს ჭამდა (ფოტო/ვიდეო)

,,სუპერბოული” არა მხოლოდ თამაშითა და გრანდიოზული შოუთი, არამედ იმითაც არის გამორჩეული, რომ წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უამრავი ცნობილი სახე ესწრება.

ჯეიმი ფოქსი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ატლანტაში, ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალისთვის ჩავიდნენ.

აღმოჩნდა, რომ 51 წლის მსახიობმა საღამოზე ბევრი იხალისა და თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ქსელში ,,ოსკაროსანი” არტისტის ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ის ტრიბუნაზე კარტოფილის სალათის ჭამის დროს არის გადაღებული.

 

View this post on Instagram

 

@iamjamiefoxx was really eating potato salad on the sidelines. ?

A post shared by COMPLEX (@complex) on

შეგახსენებთ, რომ ,,სუპერბოული” 3 თებერვალს, ატლანტაში, Mercedes-Benz-ის სტადიონზე გაიმართა.