LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია კახი კალაძეს იცავს

ნიკა გვარამია ეხმაურება ინფორმაციას, რომელიც დილიდან ვრცელდება თბილისის მერის 2018 წლის ხარჯების შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, მან მეუღლესთან ერთად, წინა წელს, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე 870000 ლარზე მეტი დახარჯა.

ამ ახალ ამბავს სოცქსელებში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორისაა ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის მერს გამოექომაგა და დაწერა:

“კალაძე არის შოპოჰოლიკი და ევასება ჩაცმა. ეს თუ მასზე ცუდად მეტყველებს, ხამი გგონიათ ამის გამო, ჩაცმის სტილი არ მოგწონთ, ან მისი არჩევანი, წიგნების მაგივრად პიჯაკებს რომ ყიდულობს, გეგოიმებათ ან სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი გგონიათ – კი ბატონო: აკრიტიკეთ, დასცინეთ, ხმა არ მისცეთ.

მაგრამ, საკუთარი შემოსავლით რას იყიდის კალაძე, ამის დათვლა და ამაზე ვიშვიში უკიდურესი მემარცხენისთვისაც კი არაადეკვატური და იდიოტური საქციელია. მისია და რასაც უნდა იზამს”