3 თებერვალს, ატლანტაში, ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომლის წლევანდელი ჰედლაინერი Maroon 5 იყო.
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ,,სუპერბოულის” ისტორიაში კოლექტივის შოუ ყველაზე ცუდ სანახაობად დასახელდა, ღონისძიებას ემოციების გარეშე მაინც არ ჩაუვლია.
ტრევის სკოტის მეუღლის, კაილი ჯენერისგან განსხვავებით, საყვარელი მამაკაცის გასამხნევებლად Mercedes-Benz-ის სტადიონზე იმყოფებოდა, ბენდის ლიდერის, ადამ ლევინის ,,ანგელოზი”, ბეჰატი პრინსლუ. გაირკვა, რომ წყვილმა ქალიშვილები სახლში დატოვა.
30 წლის მოდელმა ,,ინსტაგრამზე” 2 წლის დასტი როუზისა და 1 წლის ჯიო გრეისის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც პატარები ტელევიზორის ყურებისას არიან აღბეჭდილი. საინტერესოა, რომ ამ დროის ისინი თვალს მამის ,,სუპერბოულზე” გამოსვლას ადევნებენ.
შეგახსენებთ, რომ ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ 2014 წლის 19 ივლისს დაქორწინდნენ. წყვილი ერთმანეთს 2012 წლის მაისიდან ხვდებოდა.

