5 აპრილს, ეკრანებზე საშინელებათა თრილერი The Haunting of Sharon Tate გამოდის. კინოსურათი, რომან პოლანსკის ორსული მეუღლის, შერონ ტეიტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვისა და მეუღლის ევროპიდან დაბრუნების მოლოდინში, მოახლოებული სიკვდილის ხილვებით იტანჯება.
აღსანიშნავია, რომ ფილმში 26 წლის ასაკში მოკლული ამერიკელი მსახიობისა და მოდელის პერსონაჟს, ჰილარი დაფი განასახიერებს.
შეგახსენებთ, რომ შერონ ტეიტი ჩარლზ მენსონის სექტის მიმდევრებმა 1969 წლის 9 აგვისტოს, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. გოგონა მაშინ 8 თვის ფეხმძიმე იყო.
