LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხონში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა,  1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 3 თებერვალს ხონში, მოქალაქის კუთვნილი მაღაზიიდან 1200 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.