2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია.
მთლიანობაში – ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვართან შედარებით 23%-ს აღწევს.

